ტექსტი

ფისო

დუმბაძე ნოდარ

10849 ნახვა · დღეს 24

ფისუნია, ძილისგუდა,
ჩხუბის ღირსი არა ხარ?
მუდამ გძინავს, თაგუნამ კი
ყველაფერი გადახრა.
არა, ფისო, ჯერ არა ვარ
შენისთანას მნახველი,
ამდენ ძილში, ჩემო კარგო,
სულ გაგიტყდა სახელი.
იცი, რა თქვეს შენზე გუშინ
თემურიმ და გოგიამ?
- ასეთ კატას, ჩვენო ნანა,
სათაგური სჯობია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე