ტექსტი

მზის ჩასვლა

ჩიქოვანი სიმონ

3215 ნახვა · დღეს 19

ზღვისკიდე, მთები და გორაკები,
ბორცვებზე მწვანე ჩაის ბუჩქები.
ღელვა არვიცი ზღვაზე ნაკლები,
მაგრამ მშვენების რიდით ვყუჩდები.

ჩრდილში ვდგავართ და ვხდები მორჩილი,
ამწამს მესტუმრა ტალღა ჭადართან,
მთები, ხუჭუჭი და აქოჩრილი,
ზღვისკენ მიდიან მწუხრში,თანდათან.

გრძნობით სავსეა გულის ჭურჭელი,
ცაცხვი მაგრილებს თუ ნიაქვარი.
ჩემი ცხოვრების ერთი ფურცელი
ზღვაზე ირხევა,ვით იალქანი.

დღე ხევსურივით ეშვება ქერა,
თუ ეფარება მიმწუხრის ლიბრი,-
მეცმიყვარს ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერა
და შემოდგომის დღეებზე ფიქრი.

1965 წელი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე