ტექსტი
*** "და–არ–ემკვიდრები"
ებანოიძე ზაალ3199 ნახვა · დღეს 1
და–არ–ემკვიდრები სალბუნო თვალის–
ლურჯდება მინდვრები, ფსალმუნობს ქარი.
ფშანებს ეტანება ციაგი ფერთა,
ჩემი ნეტარება იწყება შენთან.
ოდეს მენატრები და სიზმრით გიმცრევ, –
თხმელის კელაპტრებით ვმაღლდები ცისკენ.