ტექსტი

* * * ნაცნობებს ვკარგავ

ფოცხიშვილი მორის

5845 ნახვა · დღეს 23

ნაცნობებს ვკარგავ,
ვკარგავ მეგობრებს, -
ფრთებს,
      ლიანდაგებს,
              დარდებს.
ბედს – უკანასკნელ
      იმედს
             ბალღივით
წყალში კენჭივით ვაგდებ.

განძარცული ვარ
       და ვარ ყარიბი,
გულო, თქვი რაღაც,
       გისმენ...
ვაი რომ უკვე 
       მეტრიც გამირბის
და შენ ერთს გებრძვი
        ისევ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე