ტექსტი

*** "რაც მთავარია"

ჭილაძე ოთარ

25525 ნახვა · დღეს 15

რაც მთავარია, გადარჩი უკვე..
გრძნობ, ხედავ, გესმის და შენი
სისხლი
თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავს...
რაც მთავარია, მოხვედი დღემდე
და შენს ღონიერ და ამტან მკერდზე
დაჰქრიან მძიმე მატარებლები....
და მთვრალი ფუტკრის ზანტი ზუზუნით
სავსეა დილა......

ღამით კი,
ციხის ნანგრევის თავზე... შეყვარებულთა ლანდები თრთიან...
1959წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე