ტექსტი

*** "მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი"

ჭილაძე ოთარ

25486 ნახვა · დღეს 1

მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი 
მან ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში 
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც...
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო არც ერთი წუთით.
1959წ