ტექსტი

*** "ქარი არხევდა ყვითელ ნათურას"

ჭილაძე ოთარ

25527 ნახვა · დღეს 16

ქარი არხევდა ყვითელ ნათურას 
და უზარმაზარ კალიებივით,
კედლებზე ხტოდნენ ჩვენი ლანდები.

ქარი არხევდა ყვითელ ნათურას
და გროვდებოდნენ ნათურის შუქზე
ძაღლები, მთვარეს მონატრულები.

ყვითელ ნათურას და ყვითელ კედლებს,
ყვითელ ქვაფენილს და ყვითელ ძაღლებს
შეუბრალებლად არხევდა ქარი.
1959წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე