ტექსტი

*** "მე აღარ მახსოვს"

ჭილაძე ოთარ

25516 ნახვა · დღეს 1

მე აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი,
რას ვაპირებდი, სანამ გნახავდი.
მე მქონდა გზები და დრო მიჰქროდა,
სანამ გნახავდი, სანამ გნახავდი.

და სანამ ასე ვცხოვრობდი ჩემთვის,
სანამ ვარკვევდი, რა უნდა მეთქვა,
მე უცებ გავხდი ვიღაცის ღმერთი,
ვიღაცის სუნთქვა და გულის ფეთქვა.
1958წ