ტექსტი

*** "მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს"

ჭილაძე ოთარ

25537 ნახვა · დღეს 15

მე სისხლს მიჩქარებს და თავბრუს მახვევს
ეს დიდებული ჯვარი და მხცეთა.
თითქოს პირველად ვიგებ შენს სახელს.
ან ვეთხოვები საყვარელ ცხედარს.
მეც მცემს ამ მთებზე გამსკდარი სეტყვა,
ჩემზეც გადმოდის ამ ცის სიფითრე,
მათი ბრალია, რამეს თუ გეტყვი,
ანდა არ გეტყვი, მაგრამ ვიფიქრებ.
1958წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე