ტექსტი

*** "დიადო ღამევ"

ჭილაძე ოთარ

25540 ნახვა · დღეს 19

დიადო ღამევ, თუ შეგიძლია
ნუ გაგვაწბილებ... ჩვენ გვჯერა შენი.
ირგვლივ ჩრდილები მძიმედ იძვრიან
და ჩურჩულებენ იდუმალ ენით...
და თუ გვჭირდები, ახლა გვჭირდები.
დიადო ღამევ, ჩვენი სულები
შენ შეიფარე, როგორც ჩიტები.
ბუნების ნებას რომ რომ ასრულებენ...
1958წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე