ტექსტი
*** "მე შენ ყოველთვის იმედად მყავდი"
ჭილაძე ოთარმე შენ ყოველთვის იმედად მყავდი,
იმ დღიდან, როცა ვიგრძენი თავი,
იმ დღიდან, როცა პურის და ნავთის
გაჩნდა რიგები, გრძელი და შავი...
სიმწრის, სისუსტის ცრემლებით სველი,
იმ დღიდან ველი, იმ დღიდან ველი –
შენს გამოჩენას – იმ დღიდან ველი!
1958წ