ტექსტი
*** "მე შენ ყოველთვის იმედად მყავდი"
ჭილაძე ოთარ25508 ნახვა · დღეს 1
მე შენ ყოველთვის იმედად მყავდი,
იმ დღიდან, როცა ვიგრძენი თავი,
იმ დღიდან, როცა პურის და ნავთის
გაჩნდა რიგები, გრძელი და შავი...
სიმწრის, სისუსტის ცრემლებით სველი,
იმ დღიდან ველი, იმ დღიდან ველი –
შენს გამოჩენას – იმ დღიდან ველი!
1958წ