ტექსტი

*** "შენ ამოდიხარ ზღვიდან მზესავით"

ჭილაძე ოთარ

25561 ნახვა · დღეს 24

შენ ამოდიხარ ზღვიდან მზესავით:
თავისუფალი და მოთენთილი
ზღვითა და სისხლით, რომელც შენში
თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავს.

და წვები ჩრდილში, მკვრივი და ნორჩი,
და ჩემს ნაჩუქარ უბრალო მძივებს
ცხელ ძუძუებზე ისრეს და უსმენ
უსაზღვრო სივრცის ვნებიან სუნთქვას...
1958წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე