ტექსტი

*** "რა შეიძლება რომ ნახოს თვალმა"

ჭილაძე ოთარ

25564 ნახვა · დღეს 28

რა შეიძლება რომ ნახოს თვალმა
ამ თეთრ, ამ მტვრიან და ამ ცხელ გზაზე...
მხოლოდ ხეები, რომლებიც თითქოს 
ყოველთვის შენთან ერთად მოდიან,
მხოლოდ ხეები, რომლებიც თურმე,
ერთმანეთს მარტო შორიდან ჰგვანან...
და მე ვგრძნობ, როგორ ემატებიან
ისინი ჩემთვის ძვირფას სახეებს.
1958წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე