ტექსტი
*** "ბოლოს და ბოლოს დამთავრდა"
ჭილაძე ოთარ25512 ნახვა · დღეს 1
ბოლოს და ბოლოს დამთავრდა, გაქრა
უაზრო ღელვაც, შიშიც, ეჭვებიც....
ბევრი დავკარგე, ბევრს ვკარგავ, მაგრამ
ბნელ უფსკრულებში ცქერას ვეჩვევი.
მე მირჩევნია, ვზიდო ხუნდები,
ვიდრე ვიცხოვრო ვიღაცის ნებით.
მე ის მსურს-ჩემთვის რაც შეშურდებათ,
ანდა-ტკივილით დათმობენ სხვები.
1957წ