ტექსტი
ძველი ლექსების კრემაცია
ჭილაძე ოთარმე მართალი ვარ ჩემს თავთან ცამდე!
უკვე ეს ქარიც ვერაფერს შეცვლის.
და ვუცქერ როგორ იწვიან ცეცხლში
ლექსები, შენ რომ მოგწონდა ადრე.
ასეთი დაჰყვათ ამ ლექსებს ბედი...
და აი, მშვიდად ვზივარ და ვუცქერ-
იფერფლებიან ისინი უცებ,
მე კი, სულელი, რა ამბით ვწერდი.
1956წ