ტექსტი
*** "მხოლოდ ხანდახან, დაბინდულ ფარდას"
ჭილაძე ოთარმხოლოდ ხანდახან, დაბინდულ ფარდას
შეარხევს ქარი და ...სიჩუმეა
ღამის დარაჯი დაუსტვენს სადთაც
ან ჩაახველებს და...სიჩუმეა
და ეს სიჩუმე მე თავზე მადგას,
როგორც ავადმყოფს მომვლელი ქალი
რადგან მიყვარხარ და რადგან
მძულხარ იმავე გზნებით და ძალით.
1956წ