ტექსტი

*** "თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა"

ჭილაძე ოთარ

25558 ნახვა · დღეს 16

თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა
ნამდვილ აივანს როგორც შეჰფერის.
შორს ბოლავს ქარხნის მაღალი მილი,
ჩაივლის ხოლმე მატარებელი...

მაგრამ, ძვირფასო, რაც უფრო დიდხანს
დავტკბები თქვენთან ყოფნის უფლებით,
თავს ვალდებულად ჩავთვლი რომ გითხრა,
რასაც დღეს ხათრით ვერ გეუბნები.
1956წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე