ტექსტი

*** "კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა"

ჭილაძე ოთარ

25521 ნახვა · დღეს 1

კვლავ გამოჩნდა ბოგირი და შუკა.
გაიცრიცა, გაიფანტა ბოლი.
თითზე კბენა გვიანია უკვე,
არც ვაპირებ...არც დამჭირდეს მგონი.

ამიტომაც, სჯობს ვუსმინო ნაჯახს,
სადღაც ასე უხეშად რომ მღერის.
სულში შენგან მაინც რაღაც ჩარჩა–
უმნიშვნელო, ვით ყვავილის მტვერი.
1956წ