ტექსტი
*** "უკანასკნელი დამსვენებლებიც"
ჭილაძე ოთარ25519 ნახვა · დღეს 1
უკანასკნელი დამსვენებლებიც
თვალს მიეფარნენ... კარგად იყავით!
რაფაზე ყრია მკვდარი პეპლები,
ერთ ამბავშია ხეზე ჭილყვავი.
მაგრამ თანდათან ეს ხმაც მიწყდება,
ჩაეძინება თანდათან ბილიკს...
და მთელი ზამთრით დაავიწყდება
ეს პაწაწინა სოფელი თბილისს.
1956წ