ტექსტი
*** "ერთხელ როდესაც ბავშვი ვიყავი"
ჭილაძე ოთარ25568 ნახვა · დღეს 25
ერთხელ როდესაც ბავშვი ვიყავი –
თუმცა ვერ ვძლებდი უთუთუნოდ და ყოველ ღამე
ვუდარაჯებდი მეზობელ მეძავს,
რათა ნანახი და გაგონილი
გამომეცადა საკუთარ თავზეც –
დამთავრდა ომი...
1955წ