ტექსტი
*** "ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ"
ჭილაძე ოთარ25522 ნახვა · დღეს 1
ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არარსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში...
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ - რატომღა დარჩი.
1955წ