ტექსტი
*** "დაუკრეჭია კბილები ყინვას"
ჭილაძე ოთარ25538 ნახვა · დღეს 1
დაუკრეჭია კბილები ყინვას.
ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის...
იქნება ჩემმა ფეხის ხმამ ვინმეს
მეგობარივით მიუსწროს ბნელში.
იქნება სულზე მიუსწროს ვინმეს,
იმედად, შვებად ჩაუდგეს მკერდში.
დაუკრეჭია კბილები ყინვას,
ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის...
1955წ