ტექსტი

*** "ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე"

ჭილაძე ოთარ
ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე – 
გამომიწოდა ხემ, როგორც პეშვი.
ცისარტყელები გადმოდგნენ მთაზე,
ისევ აყეფდა მდინარე ხევში
და ტყეშიც ისევ გახშირდა სოკო,
მაღლა წავიდა რძისფერი ნისლი,
ხბოს მოდენიდა პატარა გოგო,
მე ახლაც მახსოვს სიმღერა მისი.
1954წ