ტექსტი

*** "ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,"

ჭილაძე ოთარ

25525 ნახვა · დღეს 1

ჩამოუქროლებს თელიანს ძერა,
ჩიტები ცაში აირევიან.
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს,
მზეა... სითბოა... ყვავილებია...

თითქოს ვიპოვე შვილმა მშობელი,
თითქოს ვიპოვე შვილი მშობელმა...
ბალახში ვწევარ,
ბალახი ღელავს
და სადღაც მღერის ჭრიჭინობელა. 
1954წ