ტექსტი

* * * თითქოს აღარ ვერანდება

ბიბილაშვილი ზაზა

6209 ნახვა · დღეს 17

თითქოს აღარ ვერანდება
გული, დარდში ჩამპალი.
აღარც ყულფი მელანდება-
ძველი თავშესაფარი.
ტარტაროზი, გაცვეთილი,
დაიკარგა ღმერთივით.
ვითომ იყოს სამწერტილი
საბოლოო წერტილი.
გამოვწრუპე შხამის ბოცაც,
როგორც ბოცა არაყის...

რა უნდა ვქნა,, ნეტავ, როცა
თავის მოკვლაც არა ღირს?

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე