ტექსტი

* * * მიმწყდარა

ბიბილაშვილი ზაზა

6209 ნახვა · დღეს 18

მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი.
ლოდინმა მთვარე დალიოს ლამის.
ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე...

სასაფლაოზე სუფევს სიო და
ჟინმორეული ლაშების ლოკვა.
გაეხირება სამარეს სევდა
და ყელზე ყულფის მაშველი კვალი.

მიმწყდარა მბოდავ ბაგეთა შფოთი
და ქარქაშს ეძებს ყვითელი ყამა.
ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე