ტექსტი

* * * აღმართს მივყვები

ბიბილაშვილი ზაზა

6225 ნახვა · დღეს 20

აღმართს მივყვები, ნისლიანს -
ნეტა რა ხელმა დახლართა!

მოვბრუნდე, საკმარისია -
გადაიქცევა დაღმართად.

ეჭვმაც მიკვნიტა, მოკვნიტა -
სახმილი გამინახევრა...

აფსუს, ის ხიდი, რომლითაც
უკან შემეძლო დახევა!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე