ტექსტი
* * * უკრავდა ტაშს
ბიბილაშვილი ზაზა
უკრავდა ტაშს მზე
და ალების ალიკვალები
ცეკვავდნენ პლაჟზე
თავის თავით მთვრალი ქალები.
"უ, როგორ მიყვარს,
ფართო როა ასორტიმენტი!"
ფიქრობდა ვიღაც,
მათზე ერთი ასოთი მეტი.
და ალების ალიკვალები
ცეკვავდნენ პლაჟზე
თავის თავით მთვრალი ქალები.
"უ, როგორ მიყვარს,
ფართო როა ასორტიმენტი!"
ფიქრობდა ვიღაც,
მათზე ერთი ასოთი მეტი.