ტექსტი

კაჭკაჭები

ცუცქირიძე ლელა

3602 ნახვა · დღეს 1

სუფრასშლიან კაჭკაჭები,

დაუცხვიათ მაჭკატები,

მგონი, გოგოს ათხოვებენ,

გამოუჩნდათ მაჭანკლები.

 
- რა ნისკარტი,  რა თვალები,

რა ფრთები და რა ტან-ფეხი! -

კაჭკაჭელას სილამაზით

აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.

 
გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,
სადღა არის მაჭკატები?!
საპატარძლოს შეუსანსლავს,
მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.
 
- ვის რად უნდა ღორმუცელა? -
აბობოქრდნენ მაჭანკლები,
სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,
ხომ მიირთვა მაჭკატები?!