ტექსტი

სეზონის ბოლო (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

1954 ნახვა · დღეს 20

კონცერტები მიწყნარდა, იყო არა იყო რა,
ჩაიმღერა გიტარამც, სიჩუმეა დილიდან,
გახელებულ დღეებმაც უცებ გადაიქროლა
და ცარიელ ნაპირზე ერთადერთი წყვილი ჩანს.
როგორც ქალის სხეული, ძველი ტატუს
მიმქრალ ფერს,
საუცხოო ზაფხულის დღეებს ხსოვნა ინახავს,
სიყვარულის ხანძარში ხელაღებით ვხტებოდით,
ჩაფერფლილიც გვინახავს,
აღგზნებულიც გვინახავს.
ხან ირაოს შევკრავდით, მიწას არ ვეხებოდით,
ხანაც, როგორც თოლია, ზღვის
ტალღებს ვეხლებოდით,
სადღაც ცას და ზღვას შუა, თეთრი
ღრუბლის ასულთან,
ერთხელ მაინც დავშორდით, ჩანს
ზაფხული დასრულდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე