ტექსტი

ვალსი (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

1956 ნახვა · დღეს 20

ისევ ტრიალებს ძველი ფირფიტა,
და გრამაფონიც უკრავს ბებერი,
კედელს უხდება ნაცნობი ტილო,
თვით ცრემლებამდე სულის შემძვრელი.
ბედნიერ ღიმილს ასხივებს ბაგე,
დატყვევებული ჯადოსნურ ტრანსით,
გადაგვავიწყა წელთა სიმრავლე
და გვატრიალებს ნებაზე ვალსი.
ახალგაზრდობაც ჩანავლდა უცებ,
მარადიული სუიტის ალში,
მოდი, დავნებდეთ მუსიკის ტალღებს,
თავდავიწყებას მივეცეთ ვალსით...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე