ტექსტი
მშვიდობა
ნიშნიანიძე შოთა20387 ნახვა · დღეს 1
მთას პატრონტაშივით ჰკიდია სანგარი,
აბალახებული და უკვე გამქრალი,
ირგვლივ სიწყნარეა და მზე ჩახჩახა,
სანგარში აგდია მომწვანო ჩაჩქანი.
ჩაჩქანში ბუდეა, ბუდეში... ჩიტი,
კვერცხში კი აზრი დევს ყველაზე დიდი.