ტექსტი
ობელისკი
ნიშნიანიძე შოთა20388 ნახვა · დღეს 1
ეს დედამიწა
უფრო დიდ ცას დასჭიდებია,
მხრებზე შეუსვამს
ქვეყანაზე რაც ჩიტებია.
თითქოს გმირული მიწის სული
ცისკენ მიღელავს
ჩანს ობელისკი –
მარმარილოს მუნჯი სიმღერა.
. . . . . . . .
გზადაგზა ვისმენ
შორეული ორბების კივილს
და მზე ამოდის
მარადიულ ობელისკივით....