ტექსტი

* * * "ზოგი ლექსია"

საჯაია გიორგი

13666 ნახვა · დღეს 1

ზოგი ლექსია - ტყავს გაგაძრობს, სიქას გაგაცლის.
მე ვეფერები გამოუვალ ლექსებს, გაუვალ
ლექსებს, მიწიან ლექსებს, მტვრიან ლექსებს, გარდაცვლილ
და გარდასაცვლელ და გარდასულ და გარდაუვალ
ლექსებს, რომლებსაც არაფერში, ქვეყნად, არ გავცვლი!

ყველა სხვა ლექსი დაიფაროს სოფლით, იქნება -
შენც არ მომიკვდე, დედაჩემო, ეს არ ვიდარდო.