ტექსტი

* * * შემთხვევით შევხვდით

ქადაგიძე ნინო
შემთხვევით შევხვდით...
და ერთდროულად გაგვექცა თვალი
ერთმანეთის არათითისკენ.
-ბედნიერი ხარ ?
ერთდროულად წამოვიყვირეთ...
- პატივს ვცემ...
ისევ ერთდროულად ვუპასუხეთ ერთმანეთს
და ორივეს ერთდროულად გაგვეღიმა ....