ტექსტი
თორმეტი თოლია
არაბული თემო
თექაზე თითების თქარუნი,
თეთრ თოვლზე თოლია,თერთმეტი,
ნათლია და ერთი ნათლული,
თანდათან უთაოდ ცერცეტი.
ზამთრების თავხედი სითეთრე,
თიბათვეც,თვალწარმტაც ღამეთა,
ფიქრებით თმა თითქოს ვითეთრე,
დათევა, ღამ-თევა, თვალებთან.
თებერვლის ოთხ წელში,ოცდაცხრა.
რითმებიც,ფურცლებთან ტოლია,
თავხედმა ზამთარმა მომტაცა
სტრიქონის თორმეტი თოლია.
თეთრ თოვლზე თოლია,თერთმეტი,
ნათლია და ერთი ნათლული,
თანდათან უთაოდ ცერცეტი.
ზამთრების თავხედი სითეთრე,
თიბათვეც,თვალწარმტაც ღამეთა,
ფიქრებით თმა თითქოს ვითეთრე,
დათევა, ღამ-თევა, თვალებთან.
თებერვლის ოთხ წელში,ოცდაცხრა.
რითმებიც,ფურცლებთან ტოლია,
თავხედმა ზამთარმა მომტაცა
სტრიქონის თორმეტი თოლია.