ტექსტი

სამი ჰაიკუ

ჩხეტიანი თემურ

4696 ნახვა · დღეს 1

* * *
შენთან რომ მოვიდე,
გზად ჭაობი უნდა გავტოპო,
ალუბლის ყვავილო.

****
ღამით - ხმები რბილად დაცემის,
დილით კი მწიფე გულაბები -
მწვანე ბალახზე.


შემოდგომა

ცის ლურჯ დაფაზე
უკვე წაშლილია
მერცხლებით ნაწერი.