ტექსტი

წყურვილი

ჩხეტიანი თემურ

4738 ნახვა · დღეს 21

რადგან ღამეა,
სიბნელეა
და ცაზე მხოლოდ ვარსკვლავები ჩანან,
მზე გაქრა?

რადგან ვერ გხედავ,
ვერ გეხვევი,
ვერ გეფერები,
აღარ მიყვარხარ ?..

გრაფინიდან ჭიქაში ვისხამ
წყალს და ვეწაფები,
ნაკადული კი
სადღაც სხვაგან მიედინება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე