ტექსტი

* * * "რა საჭიროა ვინმე"

ჩხეტიანი თემურ

4752 ნახვა · დღეს 20

რა საჭიროა ვინმე სხვა? –
მხოლოდ შენშია საშველი.
მით უფრო - ბავშვივითა ხარ
და არავინ გყავს დამშლელი.
გული გაქვს - დაშლი, ააწყობ
და სულ გულს ეთამაშები...
გარეთ მზიანი დღე არის
თბილი და ნაღვლის წამშლელი.
ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს
ისევ კენკავენ შაშვები.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე