ტექსტი

აფიშები

ჯავახაძე ვახტანგ

26983 ნახვა · დღეს 18

ბრბო გაჭედილ დარბაზებს
განვადებით აფასებს,
პროფილებს და ანგფასებს
ავანსადაც აფასებს,
მერე ჩამოაფასებს
მატრაბაზა ჯამბაზებს
და მყვირალა აფიშებს
აფურთხებს და აფისებს.
 
2003

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე