ტექსტი

* * * ისე მიყურებს ბითური

ჯავახაძე ვახტანგ

26987 ნახვა · დღეს 21

ისე მიყურებს ბითური,
თითქოს არ იყოს ბითური,
სდუმს და შენდება დუმილის
კედელი მონოლითური.
ისე მიყურებს ბითური,
თითქოს მე ვიყო ბითური,
თვალს არ მაშორებს, მზერა აქვს
ცივი და გამოფიტული.
მიყურებს, ისე მიყურებს,
როგორც ფიტული ფიტულებს,
მიშველეთ! გადამდებია: 
თანდატან გამაბითურებს.
 
1991

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე