ტექსტი

* * * ველოდები დებოშს

ჯავახაძე ვახტანგ

26965 ნახვა · დღეს 2

ველოდები დებოშს, აყალმაყალს, კამათს და შამათს,
განაჩენივით დამძიმებულს ველოდი ბარათს,
ველოდი სასჯელს, საპატიმროს, პატიმრის ხალათს,
ველოდი მსაჯულს დაუნდობელს, ველოდი ჯალათს...
- ო, არ ველოდი, ქალბატონო, მე თქვენგან ღალატს!
 
2002