ტექსტი

ტაშიტუში

ჯავახაძე ვახტანგ

26987 ნახვა · დღეს 17

გაუმარჯოს, ერთდროულად ორთავ პალატაში
ვისაც ერთხმად ირჩევდნენ ადიდებდნენ! (ტაში!).
ვისაც მთელი პარტერი და მთელი ბელეტაჟი
და ხუთივე იარუსი ტაშს უკრავდა! (ტაში!).
ვისაც ახლა რადიო-და ტელე-რეპორტაჟი
სამარეშიც არ ასვენებს, არ აყენებს! (ტაში!).
იმ სიმართლეს, ამ სიმართლეს გულის ცხრაკლიტულში
გაუმარჯოს! გაუ (ტაში!) მარჯოს (ტაში!)! ტიში!
1988

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე