ტექსტი

* * * გაუმარჯოს ცუდი ქცევის შესანიშნავ ქალბატონებს

ჯავახაძე ვახტანგ

26996 ნახვა · დღეს 20

გაუმარჯოს ცუდი ქცევის შესანიშნავ ქალბატონებს:
სიყვარულის ანაბანა მაგათ დაგვიკაბადონეს.
ხელს ერთმანეთს არ უშლიდნენ:
ხალიანი - ხალებიანს,
მოდიოდნენ -მიდიოდნენ,
როგორც დაგიბარებია.
ხილი ბევრჯერ ვიხილეთ და 
არ გვიკითხავს მებაღე და -
იმ მებაღის მობილური,
ვინც ედემში შეგვახედა.
კაცის გული ისეთია,
ვიდრე წყურვილს მოიკლავდეს,
მოპარული ურჩევნია რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს.
თვლა მეხსიერებისა ჟამმა დაგვინაგვიანა,
მაგრამ ვერვინ დაგვავიწყა რამდენიმე „რაქვიანა“.
ბრძენი ამბობს: უცოდველი ვერ მიაღწევ უფალთანო,
სალხინებლის ლაბირინთებს ვერ გაივლი უფატმანოდ.
2000

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე