ტექსტი

* * * თუმცა არასდროს გეშლება

ჯავახაძე ვახტანგ

26986 ნახვა · დღეს 18

თუმცა არასდროს გეშლება
წერტილის დროოზე დასმა, -
არ მოგატყუოს სიმაღლემ,
არ მოგატყუოს ტაშმა.
რაც უნდა ბევრი მოხვეტო,
ვერ შემოსწვდება თასმა,
უფრო ძნელია წაშლა და...
არ შეგიტყუოს ტაშმა.
ბევრი აჰყვა და გადაჰყვა
და ძეგლებს ამონტაჟებს,
ბევრს უტაშობავ ატყუებს...
ნუღარ დაითვლი ტაშებს.
1983

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე