ტექსტი

* * * განსაზღვრულია დასაბამიდან

ჯავახაძე ვახტანგ

26995 ნახვა · დღეს 25

განსაზღვრულია დასაბამიდან
ჩვენი გზები და ხასიათები...
ერთხელაც ბედის-წერა ამიტანს,
მოგზაურივით ავწრიალდები,
ზღვას მივენდობი,
როგორც მეკობრე,
საკუთარ სულშ წარსულს საყვარელს
დავმარხავ,
როგორც ძვირფას მეგობარს
მეზღვაურები ზღვაში მარხავენ.
სიტყვა იქნება ჩემი შინაყმა,
იგი ნაპირზე გამიყვანს გვიან,
მაგრამ ვერაფერს ვერ დავინახავ,
ვიდრე თვალები მექნება ღია.
სხვებს გადასხამენ გემიდან გემში
და მე სათქმელი მექნება მათთვის,
მე არ მექნება თვალი და გეში
სარკეზე უფრო გულგრილი მხატვრის.
მხოლოდ პირველი ნაბიჯი მიმძიმს,
როგორ გავენდო დღეებს ხვალინდელს:
საით არ უნდა წავიდე - ვიცი,
მაგრამ არ ვიცი - საით წავიდე.
1962

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე