ტექსტი

* * * წუთისოფლის ნახევარი

ჯავახაძე ვახტანგ

26985 ნახვა · დღეს 18

წუთისოფლის ნახევარი კითხვის ნიშნებს დავახარჯე:
ალაგ-ალაგ ვახტანგი ვარ, ალაგ-ალაგ  - ჯავახაძე.
მაფხიზლებდა, მაღვიძებდა პაპა პირღიმილიანი:
- სულ ვართ ორი მილიონი!
სულ ვართ ორი მილიონი!
უღიმილო პაპის პაპამ ანდერძივით მომადევნა:
- დროზე შაში თუ არ მოვა,
რა ქნას კარგმა მონარდემა?!
- შაში უნდა მოიყვანოს! - იქით შევეკამათები,
ბულბულების ყეფა მიყვარს,
მღერა მიყვარს კამათლების.
პირი თუ არ მოვარიდე სახიფათო სამართებელს,
ქიშს არ გამომიცხადებენ, ისე დამაშამათებენ.
1993

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე