ტექსტი

* * * დაქანცულს და დაფიქრებულს

ჯავახაძე ვახტანგ

26989 ნახვა · დღეს 20

დაქანცულს და დაფიქრებულს
ცამომძახეს ჩიტებმა:
შენს სატკივარს დღეში სამი 
სიხარული სჭირდება...
შევაგროვე
მთლი ჩემი ქონება და სიმდიდრე
და პირველი სიხარული
სისხლის ფასად ვიყიდე.
მერე ღმერთმა გადმომხედა
ზეცის გაბადონიდან
და მეორე სიხარული 
თავისთავად მოვიდა.
ახლა სხვაგან მელოდება
გული მონათესავე,
ვეძებ, 
მაგრამ ვერ ვიპოვე
სიხარული მესამე.
1973

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე