ტექსტი

* * * ეს არის ომი

ჯავახაძე ვახტანგ

26994 ნახვა · დღეს 23

ეს არის ომი,
სისხლისმღვრელი,
ხანგრძლივი ომი,
სასტიკი,
სამკვდრო-სასიცოცხლო,
დაუნდობელი.
ერთ მხარეს დგანან: სერვანტესის დედა და დები,
ვან გოგოს ძმა და სააკაძის უმცროსი ბიჭი,
დეკაბრისტების ცოლები და პუშკინის ძიძა,
არმსტრონგისა და გაგარინის ამხანაგები...
მეორე მხარეს ერთსულოვნად ჩასაფრებულან:
ქრისტეს მოწაფე,
აბელის ძმა,
მეფისტოფელი,
ოძელაშვილის ნათლიმამა,
ჰამლეტის ბიძა,
ჰეროსტატე და 
ნერონი და
სალიერი და
ჯორდანო ბრუნოს ჯალათი და ლორკას ჯალათი...
გრძელდება ომი,
სისხლისმღვრელი,
სასტიკი ომი.
1969

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე